+995 574 770 088
AMI Logo IMSG Logo
INTERNATIONAL MONTESSORI SCHOOL OF GEORGIA

ჩვენ შესახებ

საქართველოს საერთაშორისო მონტესორის სკოლა საქართველოში ერთადერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, რომელიც ფუნქციონირებს Montessori Internationale-ს (AMI®) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და არის AMI®-ის ოფიციალური სისტემის ნაწილი.

ჩვენი სკოლა მონტესორის ავთენტურ მიდგომებს ეყრდნობა, რომელიც დაფუძნებულია AMI®-ის საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებზე. ჩვენ ვქმნით მზრუნველ გარემოს, რომელშიც თითოეული ბავშვი აღიქმება, როგორც უნიკალური ინდივიდი და მათი დამოუკიდებლობა, ინდივიდუალური განვითარების ტემპი და ბუნებრივი პოტენციალი საგანმანათლებლო პროცესის ცენტრშია.

ჩვენი მასწავლებლები

ჩვენი მასწავლებლები

ჩვენი მასწავლებლები მუშაობენ მონტესორის პრინციპების მიხედვით და გადიან პროფესიულ მომზადებას, რომელიც აუცილებელია მონტესორის ავთენტური მიდგომების განსახორციელებლად.

AMI®-სთან აფილირება

AMI®-სთან აფილირება

AMI®-სთან აფილირება მონტესორის განათლების საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებისადმი ჩვენი ერთგულებისა და ბავშვებისა და მათი ოჯახების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი დადასტურებაა. საქართველოს საერთაშორისო მონტესორის სკოლა არის ადგილი, სადაც განათლება ბავშვის პატივისცემით იწყება.

შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გახდით მონტესორის მიმდევარი! რეგისტრაცია ღიაა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

ჩვენი მისია

საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოში, თითოეული ბავშვის უნიკალურობის, მათი ინდივიდუალური განვითარების ტემპისა და ბუნებრივი პოტენციალის ღრმა პატივისცემით.

ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ საკუთარ განვითარებაში, აქვთ დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების, დამოუკიდებლად მოქმედების და პასუხისმგებლობის გრძნობის თანდათანობით განვითარების საშუალება.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება მარია მონტესორის სამეცნიერო და პედაგოგიურ მემკვიდრეობას და მონტესორის საერთაშორისო ასოციაციის (AMI) აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებს.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პერსონალის მომზადებას, საგანმანათლებლო პრაქტიკის განვითარებას და განათლების ხარისხის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში.

ჩვენი ხედვა

შევქმნათ საქართველოში ეკოსისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ხარისხის, პროფესიონალიზმისა და პედაგოგიური ეთიკის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე.

ჩვენ გვჯერა, რომ ჭეშმარიტი მიზანია დამოუკიდებელი აზროვნების, შინაგანი მოტივაციის, პასუხისმგებლობის, კრეატიულობისა და მაღალი ადამიანური ღირებულებების განვითარება.

ჩვენ ვისწრაფვით მომავლისკენ, რომელშიც ყველა ბავშვს ექნება შესაძლებლობა გაიზარდოს ღირსეულ გარემოში, რომელიც მხარს უჭერს ცოდნისკენ მათ ბუნებრივ სწრაფვას და ეხმარება მათ პოტენციალის განვითარებაში.

ჩვენი მიზანია აღვზარდოთ ჰარმონიული ადამიანი - ისეთი, რომელსაც შეუძლია შექმნას უკეთესი მომავალი საკუთარი თავისთვის და მის გარშემო არსებული სამყაროსთვის.

ტრადიციები და წარმატების გზა

მონტესორის საბავშვო ბაღის მოსწავლეები

2021 წლის 4 აპრილს დაარსდა მონტესორის საბავშვო ბაღი. დღეს განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპის აღნიშვნით - სასკოლო ცხოვრებისკენ ჩვენი მოსწავლეების მეოთხე თაობა გავაცილეთ.

წლების განმავლობაში, მონტესორი ჩვენთვის საგანმანათლებლო სისტემაზე მეტი გახდა. ეს არის ფილოსოფია, რომელიც ბავშვის პატივისცემაზე, მის ინდივიდუალობაზე, არჩევანის თავისუფლებასა და განვითარების ბუნებრივ სწრაფვაზეა დაფუძნებული.

ბავშვი - დამოუკიდებელი, უნიკალური ინდივიდი, რომლისთვისაც ჩვენ ვქმნით პირობებს მისი პოტენციალის რეალიზებისთვის - ყოველთვის ჩვენი საგანმანათლებლო გარემოს ცენტრშია. მონტესორის გარემოში ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლად აზროვნებას, გააზრებული არჩევანის გაკეთებას, გადაწყვეტილებების მიღებას, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას, სხვებთან ურთიერთობას და საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემას.

მონტესორის საგანმანათლებლო გარემო

ყოველი გამოშვება, ჩვენთვის განსაკუთრებული ისტორიაა. ყველა ბავშვის უკან დგას ყოველდღიური შრომის, აღმოჩენების, პატარა გამარჯვებებისა და დიდი მიღწევების წლები. დღეს კი, როდესაც მეოთხე თაობას ვუშვებთ სკოლაში, განსაკუთრებულ სიამაყეს, მადლიერებას და ნდობას ვგრძნობთ, რომ ცხოვრების პირველ წლებში ჩაყრილი საძირკველი მათი მომავალი მოგზაურობის მყარ საფუძვლად იქცევა.

ჩვენ გვჯერა განათლების, რომელიც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს, არამედ აყალიბებს დამოუკიდებელ, შეგნებულ და პასუხისმგებლიან პიროვნებებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი მომავლის შექმნა.

ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დაე, თქვენი სკოლის გზა აღმოჩენებით, შთაგონებითა და ახალი შესაძლებლობებით იყოს სავსე. გვჯერა, რომ თქვენ კვლავ და კვლავ გვასახელებთ!

მონტესორის საბავშვო ბაღი არის ადგილი, სადაც მომავლის საფუძვლები ყალიბდება.

დირექტორი ინგა პატარაია

ინგა პატარაია — დირექტორი

საბავშვო ბაღს ხელმძღვანელობს ინგა პატარაია, ერთადერთი ოფიციალურად AMI®-სერტიფიცირებული მონტესორის მასწავლებელი საქართველოში და ასოციაცია „მონტესორი საქართველოს“ თანადამფუძნებელი და დირექტორი.

ის ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში მონტესორის განათლების პოპულარიზაციის საქმეში და ფლობს AMI დიპლომს (მიუნხენი, მონტესორის უმაღლესი აკადემია). აქტიურად არის ჩართული ადრეული განათლების საკითხებში და ავტორია სტატიებისა, რომლებიც იკვლევს სკოლამდელი განათლების როლს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. მისი პროფესიული საქმიანობა ასევე მოიცავს დირექტორის თანამდებობებს სხვადასხვა ორგანიზაციაში.

“

„მონტესორის მიდგომა ეფუძნება იმ რწმენას, რომ ბავშვები დაბადებიდანვე მზად არიან იყვნენ საკუთარი თავის არქიტექტორები. ჩვენი როლი უბრალოდ მათთვის შესაფერისი გარემოს შექმნაა, თავისუფლების, წესრიგისა და რეალური სამყაროს გამოცდილების უზრუნველყოფა. მონტესორის საბავშვო ბაღი არ ეფუძნება სისტემას, სადაც მასწავლებელი ცენტრალური ფიგურაა, არამედ გარემოს, სადაც ბავშვი დამოუკიდებელი და თავისუფალი შემოქმედი ხდება. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო: ბავშვი არ არის ცარიელი ჭურჭელი, რომელიც ცოდნით უნდა შევავსოთ; ისინი თანდაყოლილი დამოუკიდებელი განვითარების პოტენციალით არიან სავსენი. მონტესორის საბავშვო ბაღში ბავშვები არ სწავლობენ ისე, როგორც ტრადიციული სისტემები ასწავლიან - ისინი იზრდებიან, ვითარდებიან და ქმნიან საკუთარ ცოდნას.

დღეს, როგორც სერტიფიცირებული მონტესორის სპეციალისტი და ჩემივე საბავშვო ბაღის დირექტორი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ჩვენს სივრცეში გაზრდილი ბავშვების, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე, რომელიც მომავალ თაობას გაზრდის. მონტესორის სისტემამ მომცა ინსტრუმენტები, მაგრამ რაც მთავარია, მან მომცა ხედვა. ხედვა, რომ განათლება არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ - კაცობრიობის განვითარებაც“, - ამბობს ქალბატონი ინგა პატარაია.

ჩვენი თანამშრომლები

ინგა პატარაია ინგა პატარაია დირექტორი, პედაგოგი
ხატია სიბაშვილი ხატია სიბაშვილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
აიდა ორუჯიევა აიდა ორუჯიევა პედაგოგი
ირინა გულედან ირინა გულედან პედაგოგი
მარიამ ბლიაძე მარიამ ბლიაძე პედაგოგი
მარიამ გველესიანი მარიამ გველესიანი პედაგოგი
ნანა ზურაბიშვილი ნანა ზურაბიშვილი პედაგოგი
თამთა გაფრინდაშვილი თამთა გაფრინდაშვილი პედაგოგი
თეკლა კაშია თეკლა კაშია პედაგოგი
ხატია სიბაშვილი ხატია სიბაშვილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

მონტესორის შესახებ

მონტესორის მეთოდი არის ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში იტალიელმა ექიმმა და პედაგოგმა მარია მონტესორიმ შექმნა. მეთოდი ეყრდნობა მრავალწლიანი სამეცნიერო დაკვირვებებისა და პრაქტიკული კვლევების შედეგებს და დღეს გამოიყენება ათასობით საგანმანათლებლო დაწესებულებაში მთელ მსოფლიოში.

მონტესორის პედაგოგიკის მთავარი იდეა ის არის, რომ თითოეული ბავშვი ბუნებრივად არის მოტივირებული ისწავლოს, გამოიკვლიოს გარემო და განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები. სწორად ორგანიზებული გარემო, ასაკის შესაბამისი მასალები და ბავშვის ინდივიდუალური განვითარების პატივისცემა ქმნის პირობებს, რომლებშიც სწავლა აგებულია ინტერესზე, პრაქტიკულ გამოცდილებასა და დამოუკიდებელ აღმოჩენებზე.

მონტესორის პედაგოგიკის ძირითადი პრინციპები

მონტესორის მიდგომა ემყარება რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს:

ბავშვის პატივისცემა — თითოეული ბავშვი უნიკალურია და ვითარდება საკუთარი ტემპით.

დამოუკიდებლობის ხელშეწყობა — ბავშვი თვითონ ირჩევს საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს და სწავლობს პასუხისმგებლობას.

მომზადებული გარემო — სასწავლო სივრცე ორგანიზებულია ისე, რომ ბავშვმა შეძლოს დამოუკიდებლად მოქმედება და საკუთარი უნარების განვითარება.

სწავლა პრაქტიკული გამოცდილებით — სპეციალურად შექმნილი მონტესორის მასალები ეხმარება ბავშვს მიიღოს ცოდნა საკუთარი ქმედებებისა და აღმოჩენების მეშვეობით.

სხვადასხვა ასაკის ჯგუფები — სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთად მეცადინეობენ, ურთიერთობენ და ბუნებრივად სწავლობენ ერთმანეთისგან.

პედაგოგი, როგორც გზამკვლევი — მასწავლებლის მთავარი როლი ბავშვზე დაკვირვება, მისი საჭიროებების ამოცნობა და განვითარების პროცესში მხარდაჭერაა, და არა ინფორმაციის უბრალო გადაცემა.

რას მოიცავს მონტესორის გარემო?

რას მოიცავს მონტესორის გარემო?

მონტესორის კლასში თითოეულ საგანმანათლებლო მასალას კონკრეტული მიზანი აქვს. გარემო ისეა მოწყობილი, რომ ბავშვმა შეძლოს დამოუკიდებლად აირჩიოს მასალა, იმუშაოს მასთან და დააბრუნოს თავის ადგილზე. ეს ხელს უწყობს პასუხისმგებლობის, ორგანიზებულობისა და თვითდისციპლინის განვითარებას.

სასწავლო მასალები მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა:

  • პრაქტიკული ცხოვრების უნარები
  • სენსორული განვითარება
  • ენა და წერა-კითხვა
  • მათემატიკა
  • კულტურა, გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია და მეცნიერება
  • ხელოვნება და მუსიკა
რატომ არის მონტესორის მეთოდი აქტუალური დღეს?

რატომ არის მონტესორის მეთოდი აქტუალური დღეს?

თანამედროვე სამყაროში, სადაც სწრაფად იცვლება ცოდნა და პროფესიული მოთხოვნები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი უნარები, როგორიცაა დამოუკიდებელი აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, კრეატიულობა, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა.

მონტესორის პედაგოგიკა ხელს უწყობს სწორედ ამ უნარების განვითარებას. მეთოდის მიზანია არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გადაცემა, არამედ ისეთი ადამიანის აღზრდა, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად სწავლა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი გახდომა.

მონტესორის მეთოდი მსოფლიოში

მონტესორის მეთოდი მსოფლიოში

დღეს მონტესორის პედაგოგიკა დანერგილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და გამოიყენება როგორც სკოლამდელ, ისე სასკოლო განათლებაში. მეთოდის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას კოორდინაციას უწევს Association Montessori Internationale (AMI) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მარია მონტესორიმ 1929 წელს დააარსა.

AMI დღემდე უზრუნველყოფს მონტესორის პედაგოგიკის ფილოსოფიის, სტანდარტებისა და ხარისხის დაცვას, ამზადებს პედაგოგებს და ხელს უწყობს მეთოდის განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მონტესორის მიზანი

მონტესორის მიზანი

მარია მონტესორის ხედვით, განათლების მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემა. მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ბავშვი შეძლებს სრულფასოვნად განავითაროს თავისი პიროვნება, ჩამოაყალიბოს დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარები.

მონტესორის პედაგოგიკა დღესაც სწორედ ამ იდეებს ეყრდნობა — ბავშვის პატივისცემას, თავისუფლებას პასუხისმგებლობასთან ერთად და ისეთ განათლებას, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს სწავლის სურვილს.

მარია მონტესორი

მარია მონტესორი

მარია მონტესორი (1870–1952) — იტალიელი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი და XX საუკუნის განათლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეფორმატორია. მისი სახელობის მონტესორის პედაგოგიკა დღეს გამოიყენება ათასობით სკოლასა და საბავშვო ბაღში მთელ მსოფლიოში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საგანმანათლებლო მიდგომად, რომელიც დაფუძნებულია ბავშვის განვითარების პატივისცემაზე, დამოუკიდებლობასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე.

მარია მონტესორი დაიბადა 1870 წლის 31 აგვისტოს იტალიურ ქალაქ კიარავალეში. იმ პერიოდში, როდესაც ქალებისათვის უმაღლესი განათლების მიღება შეზღუდული იყო, მან შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი პირველი ქალი ექიმი იტალიაში. სწორედ ექიმად მუშაობისას დაინტერესდა იგი ბავშვის განვითარების, სწავლებისა და აღზრდის საკითხებით.

მონტესორი მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ბავშვებს სხვადასხვა გარემოში. ამ დაკვირვებების საფუძველზე მან შეიმუშავა განათლების მეთოდი, რომელიც ბავშვს აძლევს საშუალებას ბუნებრივი გზით განვითარდეს და ისწავლოს. მისი მიდგომა ეფუძნება მოსაზრებას, რომ თითოეულ ბავშვს აქვს განვითარების საკუთარი ტემპი და შინაგანი მოტივაცია, ხოლო ზრდასრულის მთავარი ამოცანაა შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესს.

1907 წელს რომში მარია მონტესორიმ გახსნა პირველი Casa dei Bambini (ბავშვთა სახლი), სადაც პირველად დაინერგა მისი საგანმანათლებლო მეთოდი. მიღებულმა შედეგებმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და მონტესორის იდეები მალევე გავრცელდა ევროპაში, ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

1929 წელს მარია მონტესორიმ თავის შვილთან, მარიო მონტესორისთან ერთად დააარსა Association Montessori Internationale (AMI) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დღემდე იცავს, ავითარებს და ავრცელებს მონტესორის პედაგოგიკის პრინციპებს მთელ მსოფლიოში.

მონტესორი საქართველოში

მონტესორის ისტორია საქართველოში

ისტორია

საქართველოში მონტესორის პედაგოგიკის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის.

1920-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, განათლების სამინისტრომ ევროპული გამოცდილების გაზიარება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნია. ამ მიზნით თბილისში მოიწვიეს მარია მონტესორის მოსწავლე — ლოლა კონდულმარი, რომელმაც ჩაატარა სასწავლო კურსი მონტესორის პედაგოგიკაში.

კურსს ესწრებოდა 36 პედაგოგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეები გაეცნენ მონტესორის პედაგოგიკის პრინციპებსა და პრაქტიკულ მეთოდებს, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ განათლების სამინისტრომ მონტესორის სასწავლო მასალები და აღჭურვილობა პირდაპირ იტალიიდან შეიძინა. საქართველოს რამდენიმე სკოლაში სასწავლო გარემო ასევე მოეწყო მონტესორის პრინციპების შესაბამისად.

თუმცა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მონტესორის პედაგოგიკა ბურჟუაზიულ მეთოდად გამოცხადდა და მისი განვითარება საქართველოში შეწყდა.

ახალი ეტაპი

მონტესორის განვითარების ახალი ეტაპი საქართველოში

თითქმის საუკუნის შემდეგ საქართველოში მონტესორის პედაგოგიკის განვითარება ახალი ეტაპიდან განახლდა.

საქართველოს მონტესორის ასოციაციის მიზანია ქვეყანაში სამეცნიერო მონტესორის პედაგოგიკის განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა.

ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2021 წელს მონტესორის საერთაშორისო სკოლის დაარსება, რომელმაც ბავშვებს მისცა საშუალება განვითარებულიყვნენ მონტესორის პრინციპებზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოში. ეს გახდა საქართველოში მონტესორის განათლების სისტემური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.

ასოციაციის საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოში Association Montessori Internationale (AMI)-ის ოფიციალური წარმომადგენლობის სტატუსის მიღება. აღნიშნული თანამშრომლობა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო ფართოდ დანერგოს მონტესორის საერთაშორისო სტანდარტები, განავითაროს პროფესიული განათლება და განამტკიცოს საერთაშორისო თანამშრომლობა.

Association Montessori Georgia

საქართველოს მონტესორის ასოციაციის მიზანია ქვეყანაში ჩამოაყალიბოს მონტესორის განათლების მდგრადი ეკოსისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებში დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის გრძნობის, ემოციური კეთილდღეობისა და ღირებულებებზე ორიენტირებულ ზრდას.

ამ ხედვის განსახორციელებლად ასოციაცია მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

  • საქართველოში პირველი სრულად AMI-ის მიერ ავტორიზებული მონტესორის საბავშვო ბაღის შექმნა;
  • მონტესორის პედაგოგთა პროფესიული მომზადებისა და განვითარების ცენტრის დაარსება;
  • მშობლებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და რესურსების განვითარება;
  • მონტესორის მიდგომის ინტეგრირება საზოგადოებრივ სივრცეებში — პარკებში, ბიბლიოთეკებსა და საბავშვო ზონებში;
  • კვლევების ჩატარება მონტესორის პედაგოგიკის სფეროში, ქართული რესურსებისა და პროფესიული ლიტერატურის შექმნა.

საქართველოს მონტესორის ასოციაცია დღეს

საქართველოს მონტესორის ასოციაცია დღეს

დღეს ასოციაცია აქტიურად მუშაობს საქართველოში მონტესორის პედაგოგიკის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.

ასოციაცია:

  • ავითარებს მონტესორის საგანმანათლებლო პროგრამებს თბილისში და ბათუმში
  • წარმოადგენს Association Montessori Internationale (AMI)-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში
  • AMI-სთან თანამშრომლობით ქართულ ენაზე თარგმნის მარია მონტესორისა და სხვა პროფესიულ ლიტერატურას
  • შექმნა ოფიციალური ქართული გვერდი AMI-ის საერთაშორისო პლატფორმაზე — https://aidtolife.org/ka
  • მონაწილეობს AMI-ის ყოველწლიურ საერთაშორისო შეხვედრებსა და პროფესიულ ღონისძიებებში
  • ზრუნავს მონტესორი პედაგოგების უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე

საქართველოს მონტესორის ასოციაცია აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ მონტესორის პედაგოგიკა გახდეს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო მიმართულება საქართველოში.

სწავლების მეთოდი

მონტესორის პედაგოგიკა ბავშვს საკუთარი განვითარების აქტიურ მონაწილედ მიიჩნევს. ამიტომ, ჩვენს გარემოში სწავლა არ არის აგებული ერთგვაროვან მოთხოვნებზე, არამედ - თითოეული ბავშვის ინდივიდუალური ტემპის, საჭიროებების და შესაძლებლობების გაგებაზე.

მომზადებული გარემო

მარია მონტესორის პედაგოგიკაში მომზადებული გარემო არის ბავშვის განვითარების ბუნებრივი საჭიროებებისა და კანონზომიერებების შესაბამისად შექმნილი, გულმოდგინედ შემუშავებული საგანმანათლებლო სივრცე.

გარემოს თითოეულ ელემენტს აქვს კონკრეტული დანიშნულება: სივრცე ორგანიზებულია ლოგიკურად და თანმიმდევრულად, ავეჯი შეესაბამება ბავშვის ასაკსა და სიმაღლეს, ხოლო მონტესორის მასალები განლაგებულია ისე, რომ ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად აირჩიოს აქტივობა თუ მასალა, იმუშაოს მასთან და დააბრუნოს შესაბამის ადგილას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისუფლება განსაზღვრული წესრიგის მიხედვით. ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად აირჩიოს დავალება, გაიმეოროს ის იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა უნარის განვითარებისთვის და თანდათანობით გადავიდეს მარტივი მოქმედებებიდან უფრო რთულზე.

მომზადებული გარემო ხელს უწყობს დამოუკიდებლობის, კონცენტრაციის, მოტორული კოორდინაციის, არჩევანის უნარის და შინაგანი დისციპლინის განვითარებას.

ზრდასრული ადამიანი არ არის აქტივობის ცენტრი, არამედ ყურადღებიანი დამკვირვებელი და მეგზურია. მათი საქმეა გარემოს მომზადება, ბავშვისთვის მასალების მიწოდება მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად და დამოუკიდებელი მუშაობისთვის სივრცის უზრუნველყოფა.

სწორედ ამიტომ, მონტესორის მეთოდოლოგიაში მომზადებული გარემო უბრალოდ მონტესორის მასალებით სავსე ოთახზე მეტია. ეს არის ერთიანი საგანმანათლებლო გარემო, რომელშიც სივრცე, მასალები და ზრდასრულის აქტივობები ქმნის პირობებს ბავშვის დამოუკიდებელი და ჰარმონიული განვითარებისთვის.

მონტესორის მომზადებული გარემოს ზონები

პრაქტიკული ცხოვრების ზონა

პრაქტიკული ცხოვრების ზონა (Practical Life)

ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სავარჯიშოები: ჩაცმა და გახდა, დასხმა, გადაყრა, ჭრა, რეცხვა, დალაგება, გარემოზე ზრუნვა, მოძრაობის კოორდინაციისა და დამოუკიდებლობის განვითარება.

სენსორული ზონა

სენსორული ზონა (Sensorial)

მონტესორის მასალები, რომლებიც ეხმარება ბავშვს გარემომცველი სამყაროს თვისებების გამოკვლევასა და განსხვავებაში: ზომა, ფორმა, ფერი, ტექსტურა, წონა, სიგრძე, სიმაღლე, ხმა და სხვა სენსორული მახასიათებლები.

მათემატიკის ზონა

მათემატიკის ზონა (Mathematics)

მასალები რაოდენობისა და რიცხვის, ათობითი სისტემის, რაოდენობისა და სიმბოლოს ურთიერთკავშირის, მათემატიკური ოპერაციების გაცნობისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის.

ენის განვითარების ზონა

ენის განვითარების ზონა (Language)

ზეპირი მეტყველებისა და ლექსიკური მარაგის განვითარება, ბგერების გაცნობა, წერისთვის მომზადება, წერა, კითხვა და ენობრივი უნარების თანმიმდევრული განვითარება.

კულტურის ზონა

კულტურის ზონა (Culture)

გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ხელოვნება, მუსიკა და სხვა სფეროები, რომლებიც ეხმარება ბავშვს სამყაროს შემეცნებასა და მის შესახებ მთლიანი წარმოდგენის ჩამოყალიბებაში.

შემოქმედებისა და ხელოვნების სივრცე

შემოქმედებისა და ხელოვნების სივრცე

ხატვა, ფერწერა, ძერწვა, მუსიკა და შემოქმედებითი საქმიანობის სხვა სახეები. კლასიკურ 3–6 წლის მონტესორის გარემოში ხელოვნება და შემოქმედება ჩვეულებრივ განიხილება, როგორც კულტურული სფეროსა და ბავშვის დამოუკიდებელი საქმიანობის ნაწილი, და არა როგორც ცალკეული საბაზო სფერო.

როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში

მომზადებული გარემო, ზრდასრულის სწორი როლი და არჩევანის თავისუფლება ცალ-ცალკე კი არ მუშაობს, არამედ როგორც ერთიანი სისტემა. ქვემოთ მოყვანილია სამი პრინციპი, რომლებიც აკავშირებს სივრცეს, მასალებსა და ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობას მთლიან საგანმანათლებლო პროცესში.

მონტესორის მასალები

მონტესორის მასალები

მონტესორის მასალებთან მუშაობისას ბავშვები ეტაპობრივად უყალიბებენ კონცენტრაციის, კოორდინაციისა, წესრიგის, დამოუკიდებლობისა და ამოცანების გადაჭრის უნარებს. პრაქტიკული საქმიანობის მეშვეობით ისინი კონკრეტული გამოცდილებიდან გადადიან უფრო რთული ცნებების გაგებაზე — ზედმეტი სიჩქარის გარეშე და საკუთარი განვითარების ეტაპის შესაბამისად.

ზრდასრულის როლი

ზრდასრულის როლი

მონტესორის მიდგომის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ზრდასრულის როლი. პედაგოგი არ არის მუდმივი ინსტრუქციების წყარო, არამედ ყურადღებით აკვირდება, აანალიზებს ბავშვის საჭიროებებს და ამზადებს გარემოს ისე, რომ ბავშვმა შეძლოს დამოუკიდებლად მოქმედება და საკუთარი შესაძლებლობების ეტაპობრივად გაფართოება.

არჩევანის თავისუფლება

არჩევანის თავისუფლება

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არჩევანის თავისუფლებას დადგენილ საზღვრებში. ბავშვი სწავლობს გადაწყვეტილებების მიღებას, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას, სხვების თანაარსებობის გათვალისწინებას და ეტაპობრივად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ საქმიანობაზე.

ასე ყალიბდება არა მხოლოდ აკადემიური ბაზა, არამედ ის თვისებებიც, რომლებიც ხდება შემდგომი სწავლის საფუძველი: დამოუკიდებლობა, შინაგანი მოტივაცია, კონცენტრაცია, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა და გარშემომყოფთა პატივისცემა.

სწორედ ამიტომ მონტესორის განათლება არ არის ცალკეული მეცადინეობების ნაკრები. ეს არის მთლიანი საგანმანათლებლო გარემო, რომელშიც სივრცე, მასალები, პედაგოგი და ბავშვის ყოველდღიური საქმიანობა მუშაობს, როგორც ერთიანი სისტემა.

რეგისტრაცია

საბავშვო ბაღის არჩევა განსაკუთრებული ნაბიჯია, რომელიც ნდობას და სულიერ სიმშვიდეს მოითხოვს. ჩვენი ერთობლივი მოგზაურობის დასაწყებად, გეპატიჟებით, პირადად შეხვდეთ ჩაის ან ყავის თანხლებით და არა მხოლოდ განაცხადის წარდგენით. ამ თბილი შეხვედრის დროს სიამოვნებით გაჩვენებთ ჩვენი საბავშვო ბაღის სივრცეს, გაგაცნოთ ატმოსფეროს, გაჩვენებთ, თუ როგორ თამაშობენ და სწავლობენ ბავშვები და ვუპასუხებთ ყველა თქვენს შეკითხვას გრაფიკის, მიდგომებისა და ადაპტაციის შესახებ.

დაგვიკავშირდით

თუ გირჩევნიათ პირისპირ კომუნიკაცია და გსურთ შეკითხვების დასმა ახლავე, უბრალოდ დაგვიკავშირდით:

ან დატოვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით სამუშაო საათებში.

ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას

სიახლეები

Golden Brand-ის ჯილდო
14.06.2025

Golden Brand-ის ჯილდო

საქართველოში პირველ მონტესორის საბავშვო ბაღს ოფიციალურად მიენიჭა პრესტიჟული Golden Brand-ის ჯილდო ხარისხიანი განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ინტერვიუ American Stock News-თან
20.06.2026

ინტერვიუ American Stock News-თან

ინტერვიუში ინგა პატარაიამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცვლის საქართველოს მონტესორის ასოციაცია ადრეული ბავშვობის განვითარების მიდგომას და რა AMI სტანდარტები დაინერგა ქვეყანაში.

საქართველოს მონტესორის ასოციაცია AMI-ს აფილირებული წევრი გახდა
10.07.2026

საქართველოს მონტესორის ასოციაცია AMI-ს აფილირებული წევრი გახდა

ასოციაცია ოფიციალურად გახდა Association Montessori Internationale-ის (AMI) აფილირებული წევრი. საქართველო გახდა მე-49 ქვეყანა, სადაც AMI-ს შვილობილი ასოციაცია ფუნქციონირებს.

ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების დიდ ოჯახს, რომლებიც იზიარებენ მონტესორის ფილოსოფიას, დაფუძნებულს ბავშვის პატივისცემაზე, თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობასა და ჰუმანურ განათლებაზე.

გამოხმაურებები

N
Nin Samadashvili
★★★★★

ბევრი კარგი მსმენია მონტესორის საბავშვო ბაღსა და მის გუნდზე, თუმცა მათთან პირადმა გაცნობამ კიდევ უფრო მეტი დამანახა. ❤️ ეს არის ადგილი, სადაც პროფესიონალიზმი, სითბო და ადამიანურობ... ვრცლად

S
Sophia Sh
★★★★★

ძალიან თბილი და მზრუნველი აღმზრდელები, თანამედროვე მეთოდები, რომლებიც მიმართულია ბავშვის შემეცნებით და ემოციურ განვითარებაზე. ბავშვები იძენენ დამოუკიდებლობას. შესანიშნავი კვება, ეზ... ვრცლად

N
Nana Kirkitadze
★★★★★

ეს ადგილი არ არის მხოლოდ საბავშვო ბაღი, ეს არის გარემო, სადაც ბავშვებს სიყვარულით, პატივისცემითა და სითბოთი ხვდებიან. გულითადი მადლობა მთელ გუნდს პროფესიონალიზმისა და ზრუნვისთვის!

G
gruzinka gruzinka
★★★★★

ძვირფასო მონტესორის ცენტრის გუნდო! დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ოჯახისთვის. თქვენ ბავშვებს მისეცით დამოუკიდებლობა, პატივისცემა და მნიშვნელოვანი ღირებულებები. მადლობა უსაფრთხო და... ვრცლად

M
marina safronova
★★★★★

საუკეთესოები ხართ! დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის და ჩემი შვილიშვილისადმი გამოჩენილი სიკეთისთვის!

А
Аэлита Абрамян
★★★★★

ერთი შეხედვით ძალიან მომეწონა, ვნახოთ, როგორ განახორციელებენ. ჯერჯერობით არანაირ ნაკლს არ ვხედავ.

T
Tamari Kaya
★★★★★

ძალიან კმაყოფილები ვართ ამ მონტესორის საბავშვო ბაღით. ჩვენი შვილი უკვე ორი წელია დადის და ძალიან უყვარს იქ ყოფნა. ყურადღებიანი პერსონალი, ჯანსაღი კვება და საინტერესო აქტივობები. გა... ვრცლად

M
Mariam Gvlesiani
★★★★★

საჭიროდ მიგვაჩნია განვმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ გარემოებებს. ფინანსური ვალდებულების შესრულება წარმოადგენდა სტანდარტულ ადმინისტრაციულ პროცედურას ხელშეკრუ... ვრცლად

M
Marina Go
★★★★★

ბავშვი უკვე ორი თვეა დადის ბაღში. ინგა პატარაია თავისი საქმის პროფესიონალია, ლიცენზირებული იტალიაში. სუფთა ოთახები, დიდი მწვანე ეზო, კომუნიკაცია სამ ენაზე. ყველაფერი უმაღლეს დონეზე... ვრცლად

კონტაქტი

ელ. ფოსტა kindergarten@montessori.ge
ტელეფონი +995 574 77 00 88
მისამართი

საირმის ქ. 59, თბილისი, საქართველო

სოციალური ქსელები