2021 წლის 4 აპრილს დაარსდა მონტესორის საბავშვო ბაღი. დღეს განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპის აღნიშვნით - სასკოლო ცხოვრებისკენ ჩვენი მოსწავლეების მეოთხე თაობა გავაცილეთ.
წლების განმავლობაში, მონტესორი ჩვენთვის საგანმანათლებლო სისტემაზე მეტი გახდა. ეს არის ფილოსოფია, რომელიც ბავშვის პატივისცემაზე, მის ინდივიდუალობაზე, არჩევანის თავისუფლებასა და განვითარების ბუნებრივ სწრაფვაზეა დაფუძნებული.
ბავშვი - დამოუკიდებელი, უნიკალური ინდივიდი, რომლისთვისაც ჩვენ ვქმნით პირობებს მისი პოტენციალის რეალიზებისთვის - ყოველთვის ჩვენი საგანმანათლებლო გარემოს ცენტრშია. მონტესორის გარემოში ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლად აზროვნებას, გააზრებული არჩევანის გაკეთებას, გადაწყვეტილებების მიღებას, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას, სხვებთან ურთიერთობას და საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემას.
ყოველი გამოშვება, ჩვენთვის განსაკუთრებული ისტორიაა. ყველა ბავშვის უკან დგას ყოველდღიური შრომის, აღმოჩენების, პატარა გამარჯვებებისა და დიდი მიღწევების წლები. დღეს კი, როდესაც მეოთხე თაობას ვუშვებთ სკოლაში, განსაკუთრებულ სიამაყეს, მადლიერებას და ნდობას ვგრძნობთ, რომ ცხოვრების პირველ წლებში ჩაყრილი საძირკველი მათი მომავალი მოგზაურობის მყარ საფუძვლად იქცევა.
ჩვენ გვჯერა განათლების, რომელიც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს, არამედ აყალიბებს დამოუკიდებელ, შეგნებულ და პასუხისმგებლიან პიროვნებებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი მომავლის შექმნა.
ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დაე, თქვენი სკოლის გზა აღმოჩენებით, შთაგონებითა და ახალი შესაძლებლობებით იყოს სავსე. გვჯერა, რომ თქვენ კვლავ და კვლავ გვასახელებთ!
მონტესორის საბავშვო ბაღი არის ადგილი, სადაც მომავლის საფუძვლები ყალიბდება.